Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ ინტერი ფავორიტია, თუმცა მილანის და იუვენტუსის ჩამოწერა არ შეიძლება“

ლეგენდარულმა მარჩელო ლიპიმ სკუდეტოსთვის გამართულ ბრძოლაზე ისაუბრა.

„მილანს სპეციასთან მატჩში გადაღლილობა დაეტყო. ფეხბურთელებს თამაში ყოველ 3 დღეში ერთხელ უწევთ, მწვრთნელებს კი შეხვედრისთვის მოსამზადებლად დრო ფაქტობრივად არ აქვთ.

„ინტერი, იუვენტუსი და მილანი სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებენ. მათ ლუკაკუ, რონალდუ და იბრაჰიმოვიჩი ჰყავთ, რომლებსაც შეხვედრების მოგება მარტოებს შეუძლიათ.

„ჩემი აზრით, ინტერს მცირე უპირატესობა აქვს, რადგან მათ ევროპულ ასპარეზზე თამაში არ უწევთ და სერია ა-ზე არიან კონცენტრირებულები, მაგრამ იუვენტუსის და მილანის ჩამოწერა დიდი შეცდომა იქნება. იუვეს დიდებული შემადგენლობა ჰყავს, როსონერიმ კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ მათთან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.“