Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ იტალია მზად არის!“

ლეგენდარული მარჩელო ლიპის აზრით, ინტერის ნიკოლო ბარელა რობერტო მანჩინის იტალიის მთავარი ვარსკვლავია.

„ვფიქრობ, რომ ნაკრების ლიდერი და მთავარი აღმოჩენა ევროპის ჩემპიონატზე ბარელა იქნება. ჩვენ მისი შესაძლებლობები ინტერში უკვე ვნახეთ, მაგრამ მას ნაკრებში სხვა სიმაღლეებზე გასვლა შეუძლია.

„მისი დრო მოვიდა, მე მისი თამაშის სტილი, მებრძოლი ხასიათი, სირბილი ძალიან მომწონს, ის ჩვენი ვარსკვლავია.

„ინსინიე ? მან ჩეხეთთან კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ის ყოველთვის ხარისხიანად თამაშობს და ყოველთვის, როდესაც იტალიას ბურთ აქვს, ლორენცო სივრცეების ათვისებას კარგად ახერხებს.

„იტალიამ იცის, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს. მათ თავიანთი ძალის შესახებ კარგად იციან, მაგრამ ისიც მოეხსენებათ, რომ ბრძლის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევენ.

„ვფიქრობ, რომ ორი ამხანაგური მატჩი უფრო მაღალი დონის ნაკრებების წინააღმდეგ უფრო სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ იტალია მზად არის.“

გათიშვა