Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ იტალია ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის“

ლეგენდარული მარჩელო ლიპის აზრით, ევროპის ჩემპიონატზე იტალიის რიგებში გამორჩეული ნიკოლო ბარელა და ჩირო იმობილე იქნებიან.

„ნათელია, რომ იტალიას ტურნირზე კარგი შედეგების მისაღწევად ყველაფერი აქვს. გუნდს აქვს ამბიციები და ჰყავს სოლიდური შემადგენლობა მაგრამ ეს 2006 წელს არ ჰგავს, რადგან მაშინ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბევრი მოსამზადებელი მატჩი გვქონდა.

„შეგვიძლია თუ არა გამარჯვება ? ჩვენ ვსაუბრობთ იტალიის ნაკრებზე, რომელიც ყოველთვის მოსაგებად თამაშობს. ასეთ ტურნირებზე იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ აძურის ყველა ფეხბურთელი მწყობრში ეყოლება, ყველაფერია შესაძლებელი.

„ვფიქრობ, რომ იტალიის ნაკრებში ბარელა და იმობილე გამორჩეულ ტურნირს ჩაატარებენ. ბარელამ გასულ სეზონში გააკეთა ყველაფერი, რაც ტოპ ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს. მან იცის როგორ შეუტიოს და როგორ დაიცვას ტავი, მას აქვს თავდაჯერებულობა და შეუძლია საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმა. ის აძურის ნახევარდაცვის ლიდერია

„ჩიროს რაც შეეხება, მას გარკვეული პრობლემები ნაკრებში ჰქონდა, თუმცა დრო მოვიდა, რომ მისი შრომის შედეგი დაგვანახოს და ნაკრების ლიდერად მოგვევლინოს.

„მანჩინიმ გუნდს თავდაჯერებულობა დაუბრუნდა, ის თანამედროვე და შემტევ ფეხბურთს თამაშობს და იცის, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს, ამიტომ მე აძურისგან დიდი მოლოდინები მაქვს.“