Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ იუვესთვის ალეგრი სწორი გადაწყვეტილება იყო“

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის მარჩელო ლიპის აზრით, მაქს ალეგრის იუვენტუსში დაბრუნება წარმატებული იქნება და ტურინელები მასთან ერთად გამარჯვების გზას დაუბრუნდებიან.

„ასეთ მაღალ დონეზე მუშაობის დროს გარკვეული ციკლის შემდეგ დასვენება ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ახლა მაქსი დაბრუნდა და ის გაცხელებული სუპივით არ იქნება.

„მან დაისვენა, შეისწავლა ახალი ტაქტიკები და მწვრთნელები, ძალები დაიბრუნა და დაბრუნდა გუნდში, რომელსაც შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ 2 რთული სეზონი გამოიარა.

„იუვენტუსმა ახალი გზები სცადა, მწვრთნელთან რომელიც არც თუ ისე გამოცდილი, მაგრამ ჭკვიანი და მომზადებული იყო. ვფიქრობ, რომ პირლოს გუნდში მიყვანით ტურინელები სწორ რისკზე წავიდნენ, მაგრამ მან საბოლოო ჯამში ვერ გაამართლა და ახლა მსოფლიოში არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც იუვეს ალეგრიზე კარგად მოუხდებოდა.

„ბევრი ამბობს, რომ გუნდში დაბრუნება მწვრთნელებისთვის ყოველთვის წარუმატებელია, მაგრამ იუვენტუსში მეც დავბრუნდი, 2 სკუდეტო მოვიგე და ჩემპიონთა ლიგის ფინალი ვითამაშეთ.

„რონალდუ ? ის მსოფლიოში საუკეთესო გამტანია. მართალია კრიშტიანუ არ ქმნის, მაგრამ ის შესანიშნავად ასრულებს.

„მნიშვნელოვანია, რომ იუვენტუსმა მას დახმარება გაუწიოს. ის რეალურად ცენტრ-ფორვარდი არასოდეს ყოფილა, კრიშტიანუს ბენზემას მსგავსი ცხრიანი სჭირდება, რომელიც იუვენტუსს არ ჰყავს.“