Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლიპი:“ იუვე – ნაპოლის სიტუაცია აღარ უნდა განმეორდეს“

მარჩელო ლიპიმ იუვენტუსი – ნაპოლის მატჩზე ისაუბრა, რომელზეც პარტენოპეი არ გამოცხადდა, თუმცა დისციპლინარული კომისიას საბოლოო ვერდიქტი, თუ რა სახით უდნა დაისაჯოს ნაპოლი და იქნება თუ არა მატჩი ხელახლა დანიშნული, არ მიუღია.

„სერია ა-ში ვირუსის ამდენ შემთხვევას არავინ ელოდა, თუმცა თუ ყველა შეთანხმდა, რომ სეზონი არსებული პროტოკოლებით დაეწყოთ, ახლა გაჩერება აღარ შეიძლება და მათ თამაში უნდა გააგრძელონ.

„ძალიან მაინტერესებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დისციპლინარული კომისია იუვენტუსი – ნაპოლის მატჩთან დაკავშირებით. მათ მაქსიმალური სიმკაცრე უნდა გამოიჩინონ, რომ ასეთი ფაქტი აღარ განმეორდეს.“

ლეგენდარულმა სპეციალისტმა და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა იტალიის ნაკრებზეც ისაუბრა. სკუადრა აძურამ ბოლო 13 შეხვედრაში 12 მოიგეს.

„მანჩინი შესანიშნავად მუშაობს. მან ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი მისცა და სწორადაც მოიქცა. მას შემტევი, თანამედროვე სტილის ფეხბურთი უყვარს, რაც ძალიან კარგი სანახავია.“