Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლიპი:“ კონტე და ზიდანი ისეთივე მწვრთნელები არიან, როგორებიც ფეხბურთელები იყვნენ“

დღეს ერთმაეთს მადრიდის რეალი და ინტერი დაუპირისპირდებიან, ზიდანი და კონტე კი მწვრთნელების რანგში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. მათ შესახებ კომენტარი მარჩელო ლიპიმ გააკეთა.

„როგორც ტაქტიკოსები, ორივე მათგანი მოედანზე ფეხბურთის საკუთარ ხედვას გადმოსცემენ. ზიზუს ერთი შესანიშნავი თვისება ყოველთვის ჰქონდა, მას შეეძლო, რომ მოედანზე კომუნიკაცია საუბრის გარეშე დაემყარებინა და ეს მას მწვრთნელის ამპლუაშიც ეხმარება. ზიდანი პირლოს მაგონებს.

„ანტონიო კონტე კი ყოველთვის მოტივირებული იყო და ვარჯიშებზეც კი ბოლომდე იხარჯებოდა. თუ ვინმე ერთ მომენტში მაინც იზარმაცებდა, ის მაშინვე ყვირილს იწყებდა და ამბობდა:“ ჩვენ აქ ყველა დავრბივართ!

„სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ მეგონა, რომ ზიდანი მწვრთნელი გახდებოდა. მას ერთხელ იბიცაზე შევხვდი და ვკითხე, თუ რას აპირებდა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მან კი მიპასუხა:“ არ ვიცი, თავში ძალიან ბევრი რამ მიტრიალებს“ ერთ დღეს კი დამირე კა და მითხრა, რომ ის მწვრთნელი გახდებოდა.

„ანტონიოს შემთხვევაში კი თავიდანვე ნათელი იყო, რომ ის მწვრთნელი იქნებოდა. ის ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ცდილობდა, რომ გუნდის ხარისხი აემაღლებინა.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, წინასწარ შედეგზე საუბარი ძნელი იქნება. არც ერთი მათგანი ახლა თავის საუკეთესო ფორმაში არ არიან. ზიზუმ ელ კლასიკოს მოგებით მნიშვნელოვანი მუხტი შეიძინა, კონტეს გუნდი კი ცუდად არ თამაშობს, თუმცა სასურველ შედეგებს ჯერჯერობით ვერ დებს. ლუკაკუ-ლაუტარო ერთად ძალიან კარგ დუეტს ქმნის, თუმცა ბელგიელის გარეშე ინტერს გაუჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი პლეი-ოფის მატჩია. იმედი მაქვს, რომ ზიზუს არ ეწყინება, თუმცა მინდა, რომ იტალიურმა გუნდმა იმარჯვოს.“