Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ მომდევნო სეზონში ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე კარგ შედეგებს დადებს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ ინტერში ანტონიო კონტეს მუშაობა შეაფასა.

„2 წელიწადში ანტონიო კონტემ მოახერხა და ისეთი გუნდი ააშენა, რომელიც მის საფეხბურთო ხედვას იდეალურად შეეფერება.

„სკუდეტოს მოგება ინტერისთვის ახალი ციკლის დაწყების ტოლფასია, ტიტული გუნდს თავდაჯერებულობის და გამარჯვებულის მენტალიტეტის დაბრუნებაში დაეხმარება.

„ფიქრობ, რომ სერია ა-ს მოგება ფეხბურთელებს წნეხს მოუხსნის და ნერაძური მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით პროდუქტიულად იასპარეზებს.“