Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლიპი:“ მწვრთნელობას აღარ ვაპირებ“

ლეგენდარულმა მარჩელო ლიპიმ დაადასტურა, რომ მან სამწვრთნელო კარიერა საბოლოოდ დაასრულა

მარჩელო ლიპი ბოლოს ჩინეთის ნაკრებს წვრთინდა, საიდანაც ის გასული წლის ნოემბერში წამოვიდა და 30-წლიანი სამწვრთნელო კარიერის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული კარიერას ასრულებს.

72 წლის სპეციალისტმა იუვენტუსთან ერთად 5 სკუდეტო, 1 კოპა იტალია და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა მისი ყველაზე დიდი მიღწევა 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მწვრთნელობას თავს ვანებებ, ამ საქმეს ძალიან დიდი დრო შევწირე და ვფიქრობ, რომ საკმარისია.

„შესაძლოა ფეხბურთს კვლავ დავუბრუნდე, თუმცა სხვა პოზიციაზე, თუმცა გაზაფხულამდე დასვენებას ვაპირებ.“