Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ პიოლი ანჩელოტის მაგონებს…“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ მილანის თავკაცი სტეფანო პიოლის შესახებ ისაუბრა.

„სტეფანო პიოლის ძალიან გაუმართლა. მას მიეცა საშუალება, რომ იტალიაში და მსოფლიოში ერთ-ერთი გუნდის სათავეში მისულიყო და მასთან ერთად განვითარებულიყო.

„ახლა პიოლის გუნდის მხრიდან სრული ნდობა აქვს და აშკარაა, რომ ფეხბურთელები მის იდეებს იზიარებენ. მან ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ინტელექტი გამოავლინა და ახლა პირველი ადგილისთვის იბრძვის.

„სიმართლე რომ გითხრათ, პიოლი მე ანჩელოტის მაგონებს და ეს ძალიან დიდი კომპლიმენტია. მას აქვს სიბრძნე, ადამიანობა და როდესაც ეს სჭირდება, კარგი კრეატიულობის უნარიც. სტეფანოს აქვს ყველაფერი, რომ უმაღლესი დონის მწვრთნელი გახდეს და მილანთან ერთად ტიტულებისთვის იბრძოლოს.“