Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ პიოლი ჭკვიანი ადამიანია, მე ის ძალიან მომწონს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ სტეფანო პიოლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ როსონერი სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს.

„სტეფანო პიოლი ძალიან გაწონასწორებული და ჭკვიანი პიროვნებაა, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ.

„მისი გუნდები ყოველთვის გამართულ და ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ და ჩემზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ.

„მილანმა ბოლო 2 სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერა. ახლა მათ აქვთ საშუალება, რომ როტაციას მიმართონ და გუნდის დონე იგივე დარჩეს.

„ინტერი ? მათ გარკვეული უპირატესობა აქვთ. მათი ზოგი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე, ზოგიც კი ევროპა ლიგაზეა შემორჩენილი, ნერაძურის კი სერია ა-ში მატჩების მოსამზადებლად მეტი დრო ექნებათ.

„ჩემი აზრით, მილანი, იუვენტუსი და ინტერი სკუდეტოსთვის ბოლო ტურამდე იბრძოლებენ.“