Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლიხშტაინერი:“პირლო დიდ წარმატებებს მიაღწევს“

იუვენტუსის ყოფილმა მცველმა, სტეფან ლიხშტაინერმა განაცხადა, რომ ის პირლოს იუვენტუსში მისვლით გაკვირვებული იყო, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მაესტრო ბიანკონერის წარმატებებს მოუტანს.

36 წლის ლიხშტაინერმა კარიერა მიმდინარე თვის დასაწყისში დაასრულა. მას იუვენტუსში შესანიშნავი წლები აქვს გატარებული რა დროსაც შვეიცარიელმა 7 სკუდეტო, 4 Coppa Italia და 3 Supercoppa მოიგო.

„პირლოს იუვენტუსში დანიშვნამ გამაკვირვა, ოღონდ რამდენიმე წამით. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, ანდრეა ნამდვილი საფეხბურთო გენიოსია.

„ის მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნებაა, რომელიც იუვენტუსს შესანიშნავად იცნობს. პირლო ზიდანს მაგონებს. საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია იყოს მკაცრი, თუმცა ანდრეას სიმკაცრე არ დასჭირდება, რადგან ის იუვეს თითქმის ყველა მოთამაშეს იცნობს და პირლოს ყველა პატივს სცემს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.