Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოზანომ კორონა ვირუსი დაამარცხა

ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მექსიკელმა ფეხბურთელმა ირვინგ ლოზანომ კორონა ვირუსი დაამარცხა და ის სპალეტის განკარგულებაში ბრუნდება.

26 წლის ფეხბურთელს ვირუსი 28 დეკემბერს, მექსიკაში დაუდასტურდა და იზოლაციის პერიოდის გავლა სამშობლოში მოუწია, ახლა კი მას იტალიაში დაბრუნება და გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლება შეეძლება.