ლოზანოს თამაში რეინჯერსის წინააღმდეგ საეჭვოა
იტალიური მედიის ცნობით, ირვინგ ლოზანომ გუშინ გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ მოახერხა და მისი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, რომელშიც პარტენოპეის მეტოქე რეინჯერსი იქნება, საეჭვოა.
Sky Sport-ის ცნობით, ლოზანოს გრიპი აქვს, რაც მას ვარჯიშოს საშუალებას არ აძლევს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მექსიკელმა ხვალინდელი მატჩისთვის მომჯობინება მოახერხოს, რაც ვიქტორ ოსიმჰენის ტრავმის ფონზე, ნაპოლის სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.