Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლოზანო:“ ბარსელონაში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი“

ირვინგ ლოზანომ ჯენარო გატუზოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბარსელონას რიგებში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა.

„გატუზო ძალიან პირდაპირი ადამიანია, მას ადამიანებთან ურთიერთობის თავისებური ფორმა აქვს და როდესაც ბრაზდება, ის ნამდვილი გოლიათი ხდება.

„მიუხედავად ამისა, ის ძალიან კარგი ადამიანია. ძალიან მძიმე პირველი სეზონის შემდეგ, მე მივხვდი, თუ როგორ უნდა გავუგო მას.

„პირველი სეზონი მართლაც ძალიან მძიმე გამოდგა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს მეუღლეს არაერთხელ ვკითხე, თუ რას ვაკეთებდით აქ.

„მისი და ღმერთის დამსახურებით, ჩვენ მოვახერხეთ და სირთულეები გადავლახეთ. ეს წელი ჩემი შვილისთვისაც რთული იყო, რადგან მან იტალიური არ იცოდა.

„თუმცა როგორც ვიცით, დაბრკოლებების გადალახვა უფრო ძლიერ პიროვნებებად გვაქცევს და მე ვგრძნობ, რომ ახლა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი და ადამიანი ვარ.

„პსვ-ში ყოფნის დროს ყოველთვის მინდოდა, რომ უფრო მაღალი დონის გუნდში მეთამაშა და ნაპოლის ამის საშუალება მომცა. იტალიური ფეხბურთი ძალიან ძნელია, მაგრამ მე აქ ყოფნა ძალიან მომწონს.

„მომავალში რა მოხდება კი არავინ იცის. მე ბავშვობიდან ბევრი გუნდი მომწონდა და ბარსელონაში ერთ დღეს დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.“