ლოზანო მილანის რადარზე

უკვე მოგახსენეთ,რომ მილანი და ნაპოლი ფრანკ კესისა და არკადიუშ მილიკის გაცვლას განიხილავენ,თუმცა როგორც აღმოჩნდა,მხარეები კიდევ ერთ საკითხზე მუშაობენ.

საქმე ირვინგ ლოზანოს ეხება,რომელიც ნაპოლის დიდი ალბათობით უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.როსონერი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმებას ჯერ კიდევ პსვ-დან ცდილობდა,თუმცა ნაპოლისთან დუელი წააგო,თუმცა ინტერესი მის მიმართ არ დაუკარგავს.

მას შემდეგ,რაც დრის მერტენსმა ნაპოლიში დარჩენა გადაწყვიტა,გატუზო ლოზანოს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.რამდენიმე დღის წინ ლოზანოსა და გატუზოს შორის მცირე კონფლიქტსაც ჰქონდა ადგილი და იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელი სავარჯიშო სესიიდან დაითხოვა,რაც მისი გუნდიდან წასვლის შანსებს უფრო ზრდის.

ლოზანო ნაპოლიში გასულ ზაფხულს,38 მილიონი ევროს სანაცვლოდ მივიდა,თუმცა გუნდის ძირითადის ფეხბურთელად არასოდეს განიხილებოდა.

რალფ რანგნიკს 24 წლის ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და მისი გუნდში მიყვანის წინააღმდეგი არ არის.ნაპოლი მას დაახლოებით 30-35 მილიონ ევროს აფასებს და მილანი ამ თანხის შემცირების მიზნით ტრანსფერში დავიდე კალაბრიას ჩართვას განიხილავს.სხვადასხვა გამოცემის მტკიცებით,გუნდები ამ ტრანსფერს უკვე რამდენიმე კვირაა განიხილავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.