Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოზანო:“ უფრო დიდ გუნდში თამაში მსურს…“

ნაპოლის ფეხბურთელმა ირვინგ ლოზანომ მექსიკურ TV Azteca Deportes-თან ინტერვიუში ნაპოლის დატოვების სურვილი ღიად დააფიქსირა.

„მე ძალიან კარგ გუნდში ვთამაშობ, შესანიშნავი თანაგუნდელების გვერდით და ვფიქრობ, რომ ამან მე განვითარების საშუალება მომცა.

„მე გამოწვევების მოყვარული ფეხბურთელი ვარ და სიმართლე რომ გითხრათ, უფრო დიდ გუნდში თამაშის სურვილი მაქვს და ჩემი აზრით, ამისთვის მზად ვარ და იმედია ღმერთის სურვილით ეს მომავალში მოხდება კიდეც.“