Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლოთარ მათეუსი:“ ბარელა ძალიან მგავს, მას უდიდესი პოტენციალი აქვს“

ინტერის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელას შესახებ ისაუბრა.

„ბარელას და ჩემს შორის ძალიან ბევრ მსგავსებას ვხედავ. ის ჯერ მხოლოდ 23 წლის არის და გარშემო ვიდალი, ბროზოვიჩი და გალიარდინი ჰყავს, რომელთაგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

„ნიკოლო სწორ გზაზე დგას. ის არა მხოლოდ ძლიერი ფეხბურთელია, არამედ ძალიან შრომისმოყვარეც გახლავთ. მას კარგად ესმის, თუ რა ევალება თანამედროვე ცენტრალურ ნახევარმცველს. ბარელას უდიდესი პოტენციალი აქვს და შეუძლია, რომ თავის პოზიციაზე საუკეთესო გახდეს.“