Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

მანუელ ლოკატელიმ, რომელსაც იუვენტუსს აქტიურად უკავშირებენ, საკუთარ მომავალზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ლოკატელი იტალიის ნაკრების ძირითად წევრად მოიაზრება და მისი დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის წინააღმდეგ შედგება.

„აქ ყოფნა ჩემი ბავშვობის უდიდესი ოცნება იყო. იტალიის ნაკრების მაისურის მორგება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თითოეული ფეხბურთელი ოცნებით დათანხმდებოდა.

„ევროპის ჩემპიონატის გადადებამ საშუალება მომცა, რომ როგორც ფეხბურთელი, ასევე როგორც ადამიანი განვითარებულიყავი და ნაკრებში თამაშის საშუალება მომცემოდა.

„ჩვენ წინ თურქეთის ნაკრების სახით ძალიან რთული მეტოქე გვყავს. მათ შემადგენლობაში არაერთი მნისვნელოვანი ფეხბურთელი შედის, მაგალითად ჩალჰანოღლუ, რომელთან ერთადაც ნათამაშები მაქვს და მისი შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი, ამიტომ მარტივი გასეირნება არც თურქეთთან და არც სხვა გუნდებთან არ გვექნება.

„ჩემი მომავალი ? მე ახლა სრულიად ევროპის ჩემპიონატსა და იტალიის ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა ვიცი, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს და მე კარნევალისთან (სასუოლოს დირექტორი) ამ თემაზე უკვე ვისაუბრე.”