Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელის იუვენტუსში ტრანსფერი ახლოვდება…

იტალიური მედიის ინფორმაციით, სასუოლომ გრემიოსთან მატეუს ენრიკეს ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწია და ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეროვერდის რიგებში მანუელ ლოკატელის შეცვლის, რომელიც თავის მხრივ უახლოეს დღეებში იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, სასუოლო მზად არის იუვენტუსის წინადადება, ლოკატელის 2-წლიანი იჯარა, შემდგომში გამოსყიდვის ვალებულებით, რომლის შედეგადაც ნეროვერდი საერთო ჯამში 35 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მიიღოს დ იტალიელი ფეხბურთელი ბიანკონერის რიგებში გაუშვას.

იუვენტუსს ლოკატელისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე დიდი ხანია შეთანხმებული აქვს. ტურინელები ახალგაზრდა ნახევარმცველთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებენ, მისი წლიური გასამრჯელო კი 3 მილიონი ევრო იქნება.