Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობაში ანიელი ერთვება

ხუთშაბათს იუვენტუსსა და სასუოლოს შორის ტურინში მანუელ ლოკატელის ტრანსფერთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა შედგება და ტურინელები ნეროვერდის უკეთესი წინადადებით მიმართავენ, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩდნება.

SportItalia-ს ინფორმაციით, შეხვედრას თავად იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი დაესწრება და სასუოლოს წარმომადგენლების დარწმუნებას შეეცდება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, იუვენტუსი ნეროვერდის 2-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 5 მილიონს შესთავაზებს, შემდგომში 30 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.