Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელის ტრანსფერისთვის არსენალიც იბრძოლებს

იუვენტუსი მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, თუმცა ტურინელებს იტალიელი ნახევარმცველის ტრანსფერზე კონკურენტები კიდევ უფრო მოუმრალვდნენ.

ატლეტიკოს და მადრიდის რეალის შემდეგ, ბრიტანული მედიის ინფორმაციით ლოკატელის დამატების სურვილი არსენალმაც გამოთქვა. The Sun-ის ცნობით, მეთოფეები მზად არიან 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ სასუოლოს მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ლოკატელის იტალიის დატოვება არ სურს და კარიერის გაგრძელება იუვენტუსში სურს, თუმცა ბიანკონერის 40 მილიონის გადახდა არ უნდა და იმედი აქვს, რომ მის ტრანსფერს რომელიმე როველას, ფაჯიოლის ან ფრაბოტას ჩართვით უფრო იაფად მოახერხებს.