Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელის შემდეგ, იუვეს მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება

გაბრიელ კვირეებში მანჩესტერ სიტის ბრაზილიელი შემტები გაბრიელ ჟესუსი არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა იწერებოდა, რომ ბიანკონერი ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებდა, თუ გუნდს კრიშტიანუ რონალდუ დატოვებდა.

რონალდუს აგენტს ტურინში უახლოეს დღეებში ელოდებიან და ამ ეტაპისთვის მისი დარჩენა უფრო მოსალოდნელია, მაგრამ Daily Mail-ის ინფორმაციით, კრიშტიანუს ტურინში დარჩენის შემთხვევაშიც კი იუვესთვის ჟესუსის გაფორმება ლოკატელის შემდეგ პრიორიტეტული იქნება.

24 წლის ჟესუსს სიტისთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და სავარაუდოდ იუვენტუსი მის იჯარით დამატებას შეეცდება, შემდგომში გამოსასყიდი ინფორმაციით.