Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელის შემდეგ, იუვე ვლაოჰვიჩის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს

იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსის რიგებში, ბიანკონერი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას შეეცდება და მაქს ალეგრის უპირველესი სამიზნე ფიორენტინას ახალგაზრდა ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩია.

Tuttosport-ის ინფორამციით, ლოკატელის ტრანსფერი სწორედ ამის გამო ყოვნდება, რომ იუვე ფულის დაზოგვას ცდილობს, რომელსაც შემდგომში ვლაჰოვიჩის ტრანსფერში გამოიყენებს, ფული კი ტურინელებს ნამდვილად დასჭირდებათ.

ფიორენტინას პრეზიდენტს როკო კომისოს ვლაჰოვიჩის გაყიდვა არ სურს, მაგრამ გუნდიდან ჯენარო გატუზოს წასვლის შემდეგ ფლორენციელთა რიგებში სიტუაცია არეულია და არაერთმა ფეხბურთელმა, მათ შორის ვლაჰოვიჩმა გუნდიდან წასვლა მოითხოვა.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 60 მილიონის გადახდა მოუწევს, მაგრამ ბიანკონერი 21 წლის ფორვარდის გაფორმებას კიეზას მსგავსი ფორმულით შეეცდება – იჯარა, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, თანხას კი რამდენიმე სეზონზე გადაანაწილებენ.