Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელი:“ დიდებული ბრძოლა და გულით მიღწეული გამარჯვება“

იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ ჩელსისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მოედანზე ორი ძალიან კარგი გუნდი თამაშობდა, ჩვენ მთელი გულით ვითამაშეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ, ახლა კი ეს სული უნდა შევინარჩუნოთ და მომდევნო შეხვედრებზე ვიფიქროთ.

„დღეს გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა, ორმი ფედერიკო (კიეზა და ბერნარდესკი ავტ.) კი შავ სამუშაოში გვეხმარებოდნენ, რამაც საქმე კიდევ უფრო გაგვიმარტივა.

„კიეზა ? შესანიშნავი ფეხბურთელი, რომელსაც განვითარება კიდევ შეუძლია, მას აქვს ყველაფერი, რომ ფენომენალური მოთამაშე გახდეს.

„ჩვენ ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ, ვიცოდით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ. ჩვენი ქომაგების დახმარებით, რომლებიც როგორც ყოველთვის, დღესაც შესანიშნავები იყვნენ, ძალიან მნიშვნელოვანი გამარვჯება მოვიპოვეთ როგორც მენტალური, ასევე სპორტული თვალსაზრისით. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ ცუდი სტარტის მიუხედავად, იუვენტუსის ჩამოწერა დიდი შეცდომაა.“