Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელი:“ იუვენტუსში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო“

იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ JuveNews-თან საუბრისას თავისი კარიერის სხვადასხვა ეტაპებზე ისაუბრა.

„მილანში ჩემთვის ყველაფერი ძალიან სწრაფად დაიწყო. ჩემზე იყო ისეთი ზეწოლა, რომლისთვისაც მე იმ პერიოდში ჯერ მზად არ ვიყავი.

„სასუოლოში ყველა ძალიან თბილად შემხვდა და თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად მაგრძნობინებდნენ. მე მქონდა საშუალება, რომ მშვიდად მემუშავა, ყოველგვარი ზედმეტი ზეწოლის და აჩქარების გარეშე. ნეროვერდის რიგებში განვითარებამ მე ევროპის ჩემპიონატის ტიტულამდე მიმიყვანა და ოცნება ამიხდინა, რასაც იუვენტუსის მაისურით თამაში ქვია.

„იუვენტუსში მე შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს, ჩემპიონები, რომელთაგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ. ბონუჩი და კიელინი, რომლებიც იტალიის ნაკრების და იუვენტუსის სიმბოლოები არიან, დიბალა, რომელიც ყველასგან განსხვავებულია და კუადრადო, რომლის თამაშიც მე ყოველთვის ძალიან მომწონდა.“