Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელი:“ იუვენტუსში უბედნიერესი ვარ“

იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ, რომლის გოლის წყალობითაც იუვენტუსმა ტურინულ დერბიში ტორინო დაამარცხა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვის სანახავად დააკლიკეთ აქ.

„ჯორჯო კიელინი გატანილი გოლის შემდეგ თავი ჩამარტყა, ამიტომ ხვალ ჩალურჯება მექნება!

„მე იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ, აქ ყველა ძალიან თბილად დამხვდა, ჩვენ ძალიან მეგობრული და შეკრული გუნდი გვყავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დღეს დერბიში გავიმარჯვეთ და ეს შესანიშნავი გრძნობაა. ეს დერბია, რომლის გამოც ქალაქში მთელი კვირაა სხვა გარემო სუფევს და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ტიფოზები გავახარეთ.

„ახლა საკანრებო პაუზაა, ჩვენ ცოტას დავისვენებთ და სეზონს უფრო დიდი შემართებით და ენერგიით განვაახლებთ.

„ალეგრი ? ის ჩემგან ძალიან ბევრს ითხოვს, რის გამოც ბედნიერი ვარ და ვცდილობ, რომ განვითარება გავაგრძელო. დღეს რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ ფედეს კარგი ასისტის ხარჯზე ჩვენ გამარჯვება მოვახერხეთ, ეს კარგი გოლი გამოვიდა.

„ჩემი მთელი ოჯახი ჩემს მსგავსად იუვენტუსის ქომაგები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ისინი ჩემით ამაყობენ და ამ გამარჯვებას ზეიმობენ.“