Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელი იუვეს ერთადერთი ტრანსფერი იქნება…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მაქს ალეგრის მოთხოვნით იუვენტუსი მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე უკან დახევას არ აპირებს და ბიანკონერი ადრე თუ გვიან ფეხბურთელს აუცილებლად დაიმატებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვეს ერთადერთი დანამატი იყოს.

წყაროს ცნობით, ლოკატელის გაფორმების შემდეგ იუვენტუსი ბალასტის გაყიდვაზე დაიწყებს მუშაობას და პრობლემური პოზიციების გაძლიერებას მხოლოდ იმ შემთხვევასი მოახერხებს, თუ ისეთი ფეხბურთელების გაყიდვას შეძლებს, რომლებიც ალეგრის გეგმებში არ შედიან.