Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელი:“ იუვეს მხრიდან ინტერესი დიდი პატივია…“

მანუელ ლოკატელიმ Sky Sport-თან საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ლოკატელის ბოლო კვირეების განმავლობაში იუვენტუსს უკავშირებენ და ბიანკონერის ინტერესი სასუოლოს დირექტორმა არაერთხელ დაადასტურა.

„ჩემს მომავალთან დაკავშირებით მე ჯერ არ მიფიქრია, რადგან მთელი ყურადღება ევროპის ჩემპიონატზე და იტალიის ნაკრებზე მქონდა გადატანილი. იუვენტუსის დონის გუნდიდან ინტერესი ძალიან საამაყოა, ჩვენ უდიდესი გუნდის შესახებ ვსაუბრობთ, მაგრამ ჯერჯერობით მე ამ თემაზე არ მიფიქრია.“