Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლოკატელი:“ მილანისთვის მზად არ ვიყავი“

სასუოლოს ნახევარმცველმა, მანუელ ლოკატლიმ მილანში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.

ლოკატელი სასუოლოში მილანიდან 2018 წელს იჯარის წესით გადავიდა, 2019 წელს კი ნეროვერდიმ ფეხბურთელი 12.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა.

„დე ზერბიმ ჩემი ცხოვრება შეცვალა, ახლა მე სულ სხვა ადამიანი და ფეხბურთელი ვარ. ის დამეხმარა, რომ საკუთარ თავში ძალა მეპოვნა და მოედანზე და მის გარეთ უკეთესი გავმხდარიყავი.

„მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და ვთქვა, რომ მილანის მადლობელი ყოველთვის ვიქნები და მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

„მილანი ჩემი სახლი იყო, სახლზე კი ცუდად ლაპარაკი შეუძლებელია. იქ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც მსურდა, თუმცა ამის მიუხედავად მათი მადლიერი მაინც დავრჩები.

„იუვენტუსთან გატანილი გოლის შემდეგ, ჩემგან ყოველთვის იდეალურ თამაშს და გოლებს ელოდნენ, ასეთი გამოწვევისთვის კი მე მაშინ მზად არ ვიყავი, ახლა კი ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ და უმაღლეს დონეზე თამაშისთვის მზად ვარ.“