Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლოკატელი:“ პირლო ჩემი კუმირია“

სასუოლოს ნახევარმცველმა, მანუელ ლოკატელიმ, რომელიც იტალიის ნაკრებში პირველად გამოიძახა, კომენტარი გააკეთა.

„იტალიის ნაკრებში ყოფნა ჩემთვის ოცნების ახდენაა. იმ დღიდან, როდესაც მე ბურთთან პირველი შეხება მქონდა, ამ ემოციის განცდაზე ვვოცნებობდი.

„ვწუხვარ თუ არა მილანის დატოვებას ? არა. მე დღეს აქ ვარ და იტალიის ეროვნული ნაკრების ფორმა მაცვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ნაბიჯი სწორი და წარმატებული იყო. სასუოლომ მე ბევრი რამ გამიკეთა, რისთვისაც მადლობელი ვარ.

„იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ ანდრეა პირლო ჩემი კუმირია და ისეთ დიდ გუნდთან კავშირი, როგორიც იუვეა, დიდი პატივია.

„მილანმა თავისი არჩევანი გააკეთა და მინდა, რომ სანდრო ტონალის წარმატებები ვუსურვო. მილანში შემთხვევით არავინ ხვდება და თუ ის როსონერიში გადავა, იმეიდ მაქვს, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.