Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელი:“ შემდეგი ნაბიჯისთვის მზად ვარ“

სასუოლოს ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ, რომელსაც ძალიან ქტიურად იუვენტუსს უკავშირებენ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„არ ვიცი, იქნება თუ არა ეს სასუოლოს რიგებში ჩემი ბოლო სეზონი, ან რას მიმზადებს მომავალი.

„როდესაც და თუ რაიმე სახის შემოთავაზებები იქნება, ჩვენ მას ერთად განვიხილავთ და ყველაფერს ავწონ-დავწონით.

„არ არის გამორიცხული, რომ მე კარიერა იტალიის საზღვრებს გარეთ გავაგრძელო. მე პროფესიონალი ვარ, რომელსაც უმაღლეს დონეზე თამაში სურს და ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობ.

„დიდი გუნდების მხრიდან გამოთქმული ინტერესი ამტკიცებს, რომ მე სწორ გზაზე ვარ და ეს მოტივაციას კიდევ უფრო მმატებს.“