Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელი:“ ჩვენ ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს“

მანუელ ლოკატელიმ მალმოსთან მატჩის შემდეგ, რომელიც მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო იყო და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, კომენტარი გააკეთა.

„ჩვენთვის მარტივი თვე ნამდვილად არ გამოვიდა, ამიტომ ჩემპიონთა ლიგის წარმატებულად დაწყება და კარის მშრალად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რისი გაკეთებაც მოვახერხეთ კიდეც.

„ცუდი სტარტის მიუხედავად, ჩვენ სიმშვიდეს არ ვკარგავდით, რადგან გუნდში უამრავი დიდებული ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ასეთი სირთულეების დაძლევის გამოცდილება აქვთ, მწვრთნელი კი ყოველთვის გვერდში გვედგა და ჩვენ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განვაგრძნობდით ვარჯიშს.

„მე ძალიან ნიჭიერი თანაგუნდელები მყავს, რომელთა გვერდით თამაში გაცილებით მარტივია. დარწმუნებული ვარ, რომ რაც დრო გავა ჩვენ გაცილებით მოვუმატებთ და უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.“

კვირის ბოლოს იუვენტუსი ლოკატელის ყოფილ გუნდს მილანს დაუპირისპირდება.

„ეს ჩემთვის უცნაური შეგრძნება იქნება, რადგან მილანი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ახლა იუვენტუსში ვარ, გუნდში, სადაც თამაშიც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მილანი ძლიერია, მაგრამ ჩვენ იუვენტუსი ვართ და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.“