Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლონგი:“ მილანმა იცის, რომ კესის დაკარგვა კატასტროფა იქნება…“

ცნობილმა ჟურნალისტმა ბრუნო ლონგიმ ფრანკ კესის კონტრაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

კესის მიდმინარე ხელშეკრულება მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და როსონერი მის ხელშეკრულებაზე უკვე მუშაობს, მაგრამ ფინანსური ასპექტის გამო მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

„რაც დრო გადის, კესის მსურველთა რიცხვი უფრო იზრდება, რაც მილანისთვის კარგი სიახლე ნამდვილად არ არის. მას უკვე რამდენიმე ინგლისური გუნდი ეპატიჟება და მილანზე გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობენ.

„მალდინიმ იცის, რომ კესის დაკარგვა გუნდისთვის უდიდესი დარტყმა იქნება. კესი ჩალჰანოღლუსა და დონარუმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურა, ნამდვილი გიგანტია.

„ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან მილანს დათმობაზე წასვლა მოუწევს და ამას რაც უფრო მალე გააკეთებენ, მათთვის უკეთესი იქნება.“