Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლონგო:“ მენდეშს სანჩესის მილანში გადაყვანა სურს“

ბოლო დღეებში მილანს ლილის პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატო სანჩესი არაერთხელ დაუკავშირეს და როსონერის ინტერესი მის მიმართ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა დანიელე ლონგომ როსონერის ინტერესი მის მიმართ დაადასტურა.

„მილანი ფაქტობრივად უკვე შეეგუა, რომ გუნდი კესის შენარჩუნებას ვერ შეძლებს და მისი შემცვლელის ძიებას აქტიურად შეუდგა.

„როსონერის ხელმძრვანელობას რენატო სანჩესის კანდიდატურა ძალიან მოსწონს. ის მილანში ტრანსფერთან 2017 წელს იყო ახლოს, თუმცა მაშინ ბაიერნმა ფეხბურთელის იჯარით გაშვება ინგლისში გადაწყვიტა.

„მილანსა და ფეხბურთელის აგენტს ჟორჟე მენდეშს შორის სანჩესის ტრანსფერზე საუბარი უკვე შედგა და პორტუგალიელ აგენტს სურს, რომ მისი კლიენტი როსონერის რიგებს შეუერთდეს, მაგრამ მილანს ლილის მოთხოვნილი 30-35 მილიონის გადახდა გაუჭირდება და მისი ტრანსფერი უფრო მეტად მოსალოდნელი სეზონის ბოლოს არის, როდესაც მილანს ეცოდინება, მოახერხებს თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას და ამ ტურნირიდან დამატებითი ფინანსების მიღებას.“