Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლონგო:“ რომ არა ალეგრი, დონარუმა იუვენტუსის ფეხბურთელი იქნებოდა“

Calciomercato-ს ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ჯიჯო დონარუმას იუვენტუსში მისვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ფაბიო პარატიჩის ტურინიდან წასვლამ და გუნდში ალეგრის დაბრუნებამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.

წყაროს ცნობით, მაქს ალეგრიმ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მას ვოიცეხ შესნის გუნდში დარჩენა სურდა და მისი პრიორიტეტი დონარუმა არ იყო, ამიტომ ბიანკონერიმ რაიოლასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და მის პსჟ-ში ტრანსფერი უკვე დროის საკითხია.