Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლოპოტეგი:“ინტერი გვაიძულებს, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ“

სევილიას მთავარმა მწვრთნელმა ინტერთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ სევილია ინტერს ევროპა ლიგის ფინალში 21 აგვისტოს დაუპირისპირდება.

„ინტერთან სათამაშოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა დაგვჭირდება. მათი გუნდი საოცარ დონეზეა, გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ არის შექმნილი და გუნდი, რომელიც იუვენტუსს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა. ინტერში არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ირიცხებიან, რომლებსაც უმაღლესი დონის მწვრთნელი წვრთნის.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ წინ ურთულესი თამაში გველოდება. როგორც კონტეს ყველა გუნდს, ინტერსაც გამორჩეული თამაშის სტილი ახასიათებს, რაც მათ წინააღმდეგ თამაშს უფრო ართულებს.

„ადვილი არ არის, რომ ასეთი დონის ფეხბურთელებს გუნდური თამაში ასწავლო. ინტერი უნიჭიერესი ფეხბურთელებით არის სავსე და თუ ჩვენ მათ დონეზე თამაში გვსურს, მოედანზე 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ.

„ჩვენ მენტალურად მზად ვართ და ფიზიკური კონდიციებიც დღითი დღე უმჯობესდება. გუნდს ამ უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგება და ტიტულის კიდევ ერთხელ მოპოვება სურს.

„მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ქომაგები არ იქნებიან, ჩვენ ჩვენი გულშემატკივრების და ოჯახის წევრების თანადგომას მაინც ვგრძნობთ და მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.