Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლორენტე და ჟირუ ინტერის რადარზე

ინტერი სათადარიგო ცენტრ-ფორვარდის ძიებას განაგრძობს და ოლივიე ჟირუსთან ერთად, მათ რადარზე ნაპოლის შემტევი, ფერნანდო ლორენტე გამოჩნდა.

ჟირუმ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარში ჩელსიდან წასვლა გამორიცხა, აქედან გამომდინარე ამჟამად ინტერისთვის ყველაზე რეალური კანდიდატი ლორენტე რჩება.

ლორენტე კონტეს გუნდში ერთხელ უკვე თამაშობდა, როდესაც ორივე მათგანი იუვენტუსში იყვნენ და ანტონიოს ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად მოეხსენება.

ესპანელი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არც ნაპოლი იქნება, რადგან მას არც ერთ ამხანაგურ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა და მეტიც, ფეხბურთელს გუნდში ნომერიც კი არ აქვს…

Leave a Reply

Your email address will not be published.