Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლორენტე:“ რონალდუს გაკრიტიკება სიგიჟეა…“

ფერნანდო ლორენტეს თქმით, ის იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს იყო და ნაპოლიში თავს გამომწყვდეულ ლომად გრძნობდა.

იუვეს ყოფილი ფორვარდი იანვარში ნაპოლიდან უდინეზეში გადავიდა და სასუოლოს წინააღმდეგ პირველი გოლი გაიტანა.

„ნაპოლიში თავს გამომწყვდეულ ლომად ვგრძნობდი, რადგან მოედანზე გასვლის საშუალება ფაქტიურად არ მეძლეოდა, თუმცა ეს დრო წარსულში დარჩა და ახლა მსურს, რომ უდინეზესთვის მაქსიმუმი გავაკეთო.

„იუვე ? იანვარში ტურინში დაბრუნებასთან ახლოს ვიყავი და მოლაპარაკებები საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.

„მე იუვეში დაბრუნება მსურდა, რადგან ამ გუნდთან და ანდრეა პირლოსთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ტურინში გატარებული ორი წელი ჩემს გულში ყოველთვის იქნება

„კრიშტიანუ რონალდუ კი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მის გვერდით თამაში ნამდვილად კარგი იქნებოდა. არ მესმის, როგორ შეიძლება ვინმემ კრიშტიანუ გააკრიტიკოს, მასთან ერთად გუნდი მატჩს 1 – 0-დან იწყებს.“