Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოტიტო:“ლაციო გუნდის გაძლიერებაზე მუშაობს“

ლაციოს გულშემატკივრები სატრანსფერო ბაზარზე გუნდის უმოქმედობით უკმაყოფილოები იყვნენ, თუმცა ბიანკოჩელესტის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს.

„ლაციო ჩემპიონთა ლიგაზე ჩემს მოსვლამდეც გადიოდა, თუმცა ახლანდელი დრო ძალიან განსხვავდება. პანდემიამ ფინანსური კუთხით ყველა გუნდს ძალიან დიდი დაღი დაასვა და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ.

„ჩვენ გვსურს, რომ ატალანტას მსგავსად, აქცენტი არა ძვირადღირებულ ფეხბურთელებზე, არამედ კარგად ორგანიზებულ გუნდზე გავაკეთოთ. გვინდა შევქმნათ გუნდი, რომელიც თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას ყველა ფრონტზე შეძლებს. ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ და გვსურს, რომ გუნდი უფრო კონკურენტუნარიანი ვაქციოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.