Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოტიტომ იმობილეს ტრავმასა და სარის კონტრაქტზე ისაუბრა

ლაციოს პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ იუვენტუსთან მატჩის წინ ჩირო იმობილეს ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აძურის სამედიცინო შტაბი გააკრიტიკა.

„აშკარაა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები იტალიის ნაკრებში ითამაშებენ, ისინი გარკვეული პრობლემებით გვიბრუნდებიან და ვფიქრობ, რომ მათ ნაკრებში ისევე რომ ექცეოდნენ, როგორც ლაციოში, ახლა სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა.

„მე იუვენტუსთან მატჩში მონდომებული და ბრძოლისუნარიანი ლაციოს ხილვა მსურს. იმედია გუნდი თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენას მოახერხებს.

„სარის კონტრაქტი ? მე მაურიციოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ჩვენ ერთმანეთს ყოველდღიურად ვესაუბრებით და ამ თავგადასავლის ერთად გაგრძელება გვსურს.

„რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ეს ჩვეულებრივი პროგრესი იქნება, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.“