Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოტიტომ ინძაგის და კორეას შესახებ ისაუბრა

ლაციოს პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ სიმონე ინძაგის და ხოაკინ კორეას შესახებ ისაუბრა.

„ინძაგი ? მისმა საქციელმა მე გული ძალიან დამწყვიტა, რადგან შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს.

„ის კვლავ მწვრთნელია, მე კი პრეზიდენტი და გააკეთა თუ არა სიმონემ სწორი არჩევანი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

„კორეა ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ჩვენ ამაში ეჭვი ერთი წუთითაც არ შეგვპარვია, მაგრამ ზოგი ფეხბურთელი გარკვეული მწვრთნელის სქემას არ ერგება. ჩვენ კორეას ტალანტის გამოყენებას სათანადოდ ვერ მოვახერხებდით, ამიტომ მისი გაყიდვა გადავწყვიტეთ.“