Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლოტიტოს ლაციოში ალეგრის ხილვა სურს

იქიდან გამომდინარე, რომ სიმონე ინძაგი ლაციოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს, არწივებმა მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ლოტიტოს ფავორიტი მაქს ალეგრია.

ლაციალემ ინძაგის 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა სიმონე საბოლოო პასუხის თქმას არ ჩქარობს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის გუნდის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო დარჩა და შესაძლოა რომი დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალეგრი და ლოტიტო ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და თუ სიმონე ახალ კონტრაქტზე საბოლოო უარს იტყვის, მაქსი არწივებს ჩაიბარებს.