Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოტიტოს სალერნიტანას გაყიდვა 25 ივნისამდე მოუწევს

კლაუდიო ლოტიტოს სერია ა-ში ახლად დაწინაურებული სალერნიტანას გაყიდვა 25 ივნისამდე მოუწევს.

ბიანკოჩელესტის პრეზიდენტი პარალელურად სალერნიტანას მფლობელიც გახლავთ და სერია ა-ს წესების მიხედვით, 1 პიროვნებას ან კომპანიას ერთ ჩემპიონატში 2 გუნდის ქონის უფლება არ აქვს, ამიტომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ლოტიტოს გუნდის გასაყიდად დრო 25 ივნისამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გუნდს სერია ა-ში არ დაარეგისტრირებს.