ლოტიტოს სარის შენარჩუნება სურს
გუშინ ლაციოს პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოსა და მაურიციო სარის შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ბიანკოჩელესტის ხელმძღვანელმა იტალიელ სპეციალისტს დაუდასტურა, რომ მისი შენარჩნება სურს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ლოტიტო მზად არის, სარის მოთხოვნები დაუკმაყოფილოს და სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიუროს, სანაცვლოდ კი მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.
63 წლის სპეციალისტს მიმდინარე კონტრაქტი არწივებთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ლოტიტოს სურს, რომ სარი გუნდში მინიმუმ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩეს.