Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოტიტო და სარი ერთმანეთს შეხვდნენ…

მაურიციო სარი ლაციოს უახლოვდება და იტალიური მედიის ინფორმაციით, დღეს ტოსკანელ სპეციალისტსა და ბიანკოჩელესტის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა.

La Lazio Siamo Noi-ს ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს და ამჟამად სარის სტაფისთვის კანდიდატურებს არჩევენ.

წყაროს ინფორმაციით, სარი ლაციოსთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება 3.5 მილიონი ევრო იქნება, რომელიც სხვადასხვა ბონუსების დამატებით 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.