Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოტიტო ინძაგის პოტენციურ შემცვლელს ეძებს

სიმონე ინძაგის მიმდინარე კონტრაქტი ლაციოსთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეები უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ მათ ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას დიდი ხნის წინ მიაღწიეს, მაგრამ მისი გაოფიციალურება ვერ ხერხდება, სეზონის ბოლომდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩვება.

La Repubblica-ს მტკიცებით, ლაციალეს პრეზიდენტმა ინძაგის შესაძლო შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო და ის ორ კანდიდატურას განიხილავს: მაქს ალეგრის და ჯენარო გატუზოს.

წყაროს ცნობით, ლოტიტო მაქს ალეგრის მიმდინარე თვეში 2-ჯერ უკვე შეხვდა და მხარეებმა მაქსის ლაციოში მისვლა განიხილეს, მაგრამ ალეგრის საკმაოდ ბევრი გუნდი, მათ შორის რეალი და იუვენტუსი ეპატიჟება და ბიანკოჩელესტის მისი დაყოლიება გაუჭირდება.

ჯენარო გატუზო კი, რომელიც დიდი ალბათობით ნაპოლის სეზონის ბოლოს დე ლაურენტისთან მომხდარი კონფლიქტის გამო დატოვებს, უფრო რეალური კანდიდატია.