Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლოტიტო:“ ლაციო კიდევ გაძლიერდება“

ლაციოს პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ განაცხადა, რომ გუნდს სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა არ დაუსრულებია.

„ჩვენ შემადგენლობის გასაძლიერებლად მუხლჩაუხრელად ვშრომობთ, თუმცა რთული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე ტრანსფერების განხორციელება მარტივი არ არის.

„გასულ სეზონში ჩვენ უფრო მეტის მიღწევის სურვილი გვქონდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით ძალიან კმაყოფილები ვართ. ახლა ჩვენ დაგროვილი გამოცდილების გამოყენებას და შემადგენლობის ისეთი ფეხბურთელებით გაძლიერებას ვცდილობთ, რომლებიც გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაში დაეხმარება.“

ლაციომ პეპე რეინა და ვედატ მურიქი უკვე გაიფორმა, ძალიან მალე კი მოჰამედ ფარესის ტრანსფერიც გაოფიციალურდება, თუმცა ბიანკოჩელესტის გულშემატკივრები გუნდის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ფანჯარაზე მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ მეკარე, თავდამსხმელი და გარემარბი უკვე გავიფორმეთ, თუმცა სატრანსფერო ფანჯარაზე მუშაობა დასრულებული არ არის და ამას მალე ყველას დავანახებთ.

„მე მეოცნებე ადამიანი არ ვარ და ყველაფერს რეალურად ვუყურებ. ჩემი ამოცანაა, რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე საუკეთესო ვარიანტები ვიპოვო და გუნდის განვითარებას შევუწყო ხელი.

„გუნდს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, მოედანზე რა მოხდება, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის.“

Leave a Reply

Your email address will not be published.