Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოტიტო:“ ლაციო შემადგენლობას აუცილებლად გააძლიერებს“

ლაციოს პრეზიდენტის კლაუდიო ლოტიტოს თქმით, ბიანკოჩელესტი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას აუცილებლად გააგრძელებს და მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალ ფეხბურთელებს ლაციალეს რიგებში კიდევ ვიხილავთ.

ლაციომ ფელიპე ანდერსონის, ელსეი ჰიუსაის, დიმიტრიე კამენოვიჩის და 16 წლის ლუკა რომეროს დამატება უკვე მოახერხა.

„გუნდის ხელმძღვანელობამ, ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან და ქომაგებთან ერთად ბოლო წლებში ლაციოს ისტორიაში მნიშვნელოვანი გვერდები დაწერეს და ჩვენ წარმატებულ სვლას აუცილებლად გავაგრძელებთ.

„ახალგაზრდა ფეხბურთელები გუნდს უკვე შეუერთდნენ, თუმცა ჩვენ შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას ვაგრძელებთ და ახალი ტრანსფერები აუცილებლად განხორციელდება.“