Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოტიტო:“ მე და ინძაგიმ ახალ კონტრაქტზე ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, თუმცა…“

ლაციოს პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ სიმონე ინძაგის მიმართ წყენა კიდევ ერთხელ ვერ დამალა.

სიმონეს ინტერში მისვლამდე რამდენიმე დღით ადრე ლოტიტოსა და იტალიელ სპეციალისტს შორის შეთანხმება შედგა, სადაც მხარეებმა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მეორე დღეს ინძაგიმ ლაციოსთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა და ინტერს მიაშურა.

„მე ვთვლი, რომ კაცის სიტყვა და ხელის ჩამორთმევა კონტრაქტია, თუმცა სამწუხაროდ ყველა ასე არ მიიჩნევს.

„ინძაგისთან ჩვენ ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა და მან გუნდში დარჩენის სურვილი არაერთხელ დამიდასტურა, თუმცა მეორე დღეს აზრი შეიცვალა და მითხრა, რომ ლაციოში დარჩენის მოტივაცია აღარ ჰქონდა…“