Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუის ალბერტომ სარის და თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, დღეს ლუის ალბერტოს, მის თანაგუნდელებს და მაურიციო სარის შორის საუბარი შედგა, რომლის დროსაც ესპანელმა ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა და გუნდთან ერთად პირველი სავარჯიშო სესია გამართა.

ესპანელმა ფეხბურთელმა უქმეები თვითნებურად გაიხანგრძლივა, რის გამოც დაჯარიმდა კიდეც და იტალიურ მედიაში მისი ლაციოდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები გამოიწვია, მაგრამ Laziali-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის უთანხმოება აღარ არსებობს და ის სავარაუდოდ მომდევნო სეზონში მაურიციო სარის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ფეხბურთელი იქნება.